.1) პროექტის
სახელწოდება: ,, ცისარტყელას მიღმა საქართველოა.“
პროექტის
მთავარი იდეა: მოსწავლეებმა შეიტყონ საქართველოდან იძულებით გადასახლებული ქართველების
ყოფა-ცხოვრების შესახებ. პროექტის აქტუალურობა: დახმარებით საქართველოში მცხოვრები
ბავშვები გაეცნობიან ფერეიდანში მცხოვრები ბავშვების ყოფას.
1) პროექტის
მიზანი: მოსწავლეებმა შეიტყონ, თუ რამდენად სათუთად უფრთხილდებიან ფერეიდნელი ქართველები საკუთარ ენასა და თვითმყოფადობას.
როგორ შენატრიან თავის უძველეს მიწა-წყალს და ძირძველ ფესვებს. თუ რატომ აღმოჩდნენ
ჩვენი თანამემამულეები საქართველოს მოწყვეტილი.
1) მონაწილეთა
ასაკი: 8-9 წელი
2) ვადები/ხანგრძლივობა:
2013 წ. მარტი-აპრილი
3) მოსალოდნელი
შედეგები: მოსწავლეები გაიგებენ ოთხი საუკუნის წინათ გადასახლებული ქართველების ყოფა-ცხოვრებას,
თუ როგორ მოიკიდეს ფეხი ისლამურ, ხრიოკ მიწაზე, თუმცა ენა და ადათ-წესები მაინც შეინარჩუნეს.
4) პროექტისთვის საჭირო
ძირითადი რესურსები: პლაკატები, სურათები, დამატებითი ლიტერატურა, პროექტორი,
კომპიუტერი და ძველი სამოსი.
1) პროექტის
მსვლელობა: მასწავლებელი აცნობს კლასს ფერეიდნელი ახალგაზრდის გამოგზავნილ წერილს,
სადაც საქართველოსადმი უსაზღვრო სიყვარული და მოფერება არის ასახული. შემდეგ კითხულობს
ისტორიულ ტექსტს და ბავშვებს ავალებს მოამზადონ პროექტი ფერეიდნელი ბავშვების შესახებ. რაზეც მათ ეძლევათ ვადა სამი კვირა. მეოთხე კვირას
ბავშვები აწყობენ საკუთარი პროექტის პრეზენტაციას და აქვე აჯამებს მასწავლებელი მათ
ნაშრომს. პროექტი გრძელდება ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრობით,სადაც ბავშვები იხსენებენ
უკვე შესწავლილს და ავლებენ პარალელებს ნანახთან. ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ მასწავლებელი
აჯამებს მთლიან პროექტს, ასმენინებს ფერეიდნელების ნამღერ სიმღერებს და ბავშვებს აყურებინებს
დოკუმენტურ ფილმს: ,, ფერეიდანი.“
1) საგნებთან/
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული, ისტორია, მუსიკა.
2) ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: natalianarchomashvili@gmail.com